ნომერზე ბალანსის შევსება - აეროპორტის დარბაზში

დღეიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, GO-SIM; GEOSIM და DATASIM ნომრებზე ბალანსის შევსება შესაძლებელია სწრაფი გადახდის შემდეგი აპარატებიდან: MultiPAY; TBCPAY და EXPRESSPAY

MultiPAY - აპარატის მენიუში აირჩიეთ "კომუნალური, ტელეფონი, ინტერნეტი, TV" > "საერთაშორისო მობილური ოპერატორები" > GO-SIM. თანხას შეიტანთ ლარში, ბალანსზე დაგიჯდებათ შესაბამისი კურსით დოლარში.

TBCPAY - აპარატის მენიუში აირჩიეთ "ტელეფონი, ინტერნეტი, TV" > "საერთაშორისო მობილური ოპერატორები" > GO-SIM. თანხას შეიტანთ ლარში, ბალანსზე დაგიჯდებათ შესაბამისი კურსით დოლარში.

EXPRESSPAY - აპარატის მენიუში აირჩიეთ "მობილური ოპერატორები", შემდეგ GO-SIM. თანხას შეიტანთ ლარში, ბალანსზე კი დაგიჯდებათ შესაბამისი კურსით დოლარში.

შეგახსენებთ რომ ბალანსის შევსება ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდიდან www.gosim.ge ან ვებ-გვერდებიდან www.mypay.ge; www.gadaixade.ge