PIN კოდის შესახებ

სიმ-ბარათის ჩართვისას ტელეფონი მოგთხოვთ PIN კოდს, შეიყვანეთ კოდი 0000 (ოთხი ნული) და ტელეფონი გადავა აქტიურ რეჟიმში. პინ-კოდის შეყვანას ითხოვს მხოლოდ გამორთული ტელეფონის ჩართვისას. სხვა შემთხვევაში პინი საჭირო არაა.

თუ კოდი 3-ჯერ ზედიზედ არასწორად შეიყვანეთ, ამ შემთხვევაში ნომერი დაიბლოკება. ბლოკის მოსახსნელად დაგჭირდებათ PUK1 კოდი, რომელიც სიმის პლასტიკზეა დატანილი. PUK1-ის შეყვანის შემდეგ სისტემა მოგთხოვთ ახალი პინის შეყვანას, შეიყვანეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ოთხნიშნა ციფრი და შემდგომში უკვე ეს ახალი ციფრფი იქნება თქვენი PIN კოდი.