იაფი ზარების განხორციელების წესი


ზარები უცხოეთიდან 0,09 $ - საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის და სომხეთის მობილურ ოპერატორებზე .

GOSIM, DATASIM და CHATSIM საერთაშორისო ნომრების აბონენტებს შეუძლიათ დაბალი ტარიფით განახორციელონ ზარები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და სომხეთის მიმართულებით. ზარის განხორციელების დროს აბონენტისთვის ტარიფი შემდეგია: პირველი წუთის ღირებულება სტანდარტული, ხოლო მეორე წუთიდან საუბრობს 0.09$-ად.

სერვისი მოქმედებს იმ ქვეყნებიდან დარეკვისას, სადაც შემომავალი ზარი უფასოა, ასევე აბონენტს რომელსაც უკავშირდებით ჩართული უნდა ქონდეს VIBER- ის აპლიკაცია და ზარს მიიღებს ვიბერზე.

მაგალითად: თუ აბონენტი იმყოფება იტალიაში და ახორციელებს გამავალ ზარს უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ან სომხეთის მიმართულებით. ამ შემთხვევაში პირველი წუთის ღირებულება იქნება 0,49$ ,ხოლო მეორე წუთზე და მომდევნო წუთებზე ჩამოეჭრება მხოლოდ 0,09$ ერთი წუთისთვის.

ფასდაკლების მისაღებად აბონენტმა ნომერი უნდა აკრიფოს შემდეგი ფორმატით:

0000 ქვეყნის კოდი და ნომერი სრულად.


აბონენტებს ასევე შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან რუსეთის მობილურ ოპერატორს დაუკავშირდნენ უფასოდ, GOSIM; DATASIM და CHATSIM -ის აბონენტს ეჭრება პირველი წუთის ღირებულება (რაც არის განკუთვნილი იმ ქვეყნიდან დარეკვისთვის სადაც იმყოფება აბონენტი) და მომდევნო წუთებს საუბრობს უფასოდ.

მაგ: თუ აბონენტი იმყოფება იტალიაში და ახორციელებს გამავალ ზარს რუსეთის მობილურ ტელეფონზე, იხდის მხოლოდ პირველი წუთის ღირებულებას 0,49$ და მეორე წუთიდან საუბრობს უფასოდ .

ფასდაკლების მისაღებად აბონენტმა ნომერი უნდა აკრიფოს შემდეგი ფორმატით:

0000 ქვეყნის კოდი და ნომერი სრულად.