შემოსული ზარის გადამისამართება


თუ დროებით არ გჭირდებათ 372 კოდით მოქმედი საერთაშორისო ბარათით სარგებლობა (მაგალითად, იმყოფებით საქართველოში) და იგი გამორთული გაქვთ, მაგრამ შესაძლოა ვინმე გირეკავთ ამ ნომერზე (შეიძლება თქვენი უცხოელი მეგობარი), ეს ზარები შეგიძლიათ გადაამისამართოთ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ტელ. ნომერზე (მათ შორის ნებისმიერ ქართულ ნომერზე). გადამისამართების ჩასართავად აკრიფეთ:

*146*081*, შემდეგ ნომერი საერთაშორისო ფორმატით, # და ok.

გადამისამართების გამოსართავად აკრიფეთ:

*146*080# და ok.

მაგალითად - ქართულ ნომერზე გადამისამართება: *146*081* 00995 XX XXXXXX # და ok.


საქართველოს ნომრებზე გადამისამართება უფასოა.

შენიშვნა: გადამისამართების აქტივაციის შემდეგ, მნიშვნელობა არა აქვს SIM ბარათს ჩართულს დატოვებთ თუ გამორთავთ და შეინახავთ, გადამისამართება იმუშავებს ჩვეულებრივად.