დარეკვის წესი

ჯეოსიმიდან დარეკვის წესი

"ჯეოსიმი" ქართული ნომერია, ამიტომაც სხვა ქვეყნებიდან ქართულ ნომრებთან დაკავშირება შესაძლებელია ორი სხვადასხვა ფორმატით: ლოკალური (ადგილობრივი) ფორმატით, ან საერთაშორისო ფორმატით. სიმ-ბარათი ავტომატურად აქტიურია საზღვარგარეთ, მხოლოდ ჩადებთ მას ტელეფონში და ავტომატურად გააქტიურდება. იხილეთ დეტალურად:

საქარველოში დარეკვა:

საქართველოს მობილურებზე დარეკვა: 550 XXXXXX ან +995 550 XXXXXX

საქართველოს ფიქსირებულ ტელეფონზე დარეკვა: 0, ქალაქის კოდი, აბონენტის ნომერი, მაგ. თბილისი: 032 2XX XX XX

სასურველი ნომრის აკრეფის შემდეგ დააჭირეთ ok, დაელოდეთ რამდენიმე წამი და თქვენთან შემოვა ზარი (Call back), დააჭირეთ ისევ ok და ისაუბრეთ.

სხვა ქვეყნებში დარეკვა:

სხვა ქვეყნებში დარეკავთ მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით, + ან 00 შემდეგ ქვეყნის კოდი და ნომერი.

როგორ დამირეკონ ? - საქართველოდან დაგირეკავენ იგივენაირად როგორც ირეკება ნებისმიერ ქართულ მობილურის ნომერზე:

ქალაქის ნომრიდან 0 550 XXXXXX

მობილურებიდან 550 XXXXXX

სხვა ქვეყნების სატელეფონო ნომრებიდან კი დაგირეკავენ საერთაშორისო ფორმატით: +995 550 XXXXXX.